შპს ნათელი მომავლის მისიაა
შევქმნათ უსაფრთხო, განმავითარებელი, ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ, ემოციურ, შემეცნებით და ფიზიკურ ზრდას, ასევე, პოზიტიურ თვითშეფასებას, სწავლის სიყვარულს, ჰოლისტურ განვითარებასა და მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენ ვისწრაფვით, რომ უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ საგანმანათლებლო ინკლუზიური კულტურა, სადაც ბავშვებს მოვამზადებთ უწყვეტი სწავლისთვის, ლიდერობისა და სწრაფად ცვალებად მულტიკულტურულ სამყაროში ადაპტირებისთვის. ჩვენ გვჯერა და მუდმივად ვმუშაობთ, რომ ბავშვებს გავუღვიძოთ ინტერესი, შეიმეცნონ თამაშით, აღმოჩენებით, ინტელექტუალური ძიებით და განივითარონ შემოქმედებითი ხედვა.
შპს ნათელი მომავლის ღირებულებები
კეთილშობილება და ტოლერანტობა - ჩვენ ვეპყრობით ბავშვებს სიკეთით და ვეხმარებით იყვნენ კეთილგანწობილნი სხვების მიმართ;
• ურთიერთპატივისცემა - ვეხმარებით ბავშვებს ისწავლონ პატივისცემა სხვა აღსაზრდელების, თანამშრომლების და
სხვისი საკუთრების მიმართ;
• ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო და ხელმისაწვდომობა - ბაღი უზრუნველყოფს ეკოლოგურად უსაფრთხო ინფრასრუქტურას, რაც გამოიხატება მატერიალურ რესურსსა და შესაბამის დამხმარე რესურსებში.
დაწესებულება ხემოსაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის;
• მეგობრული და თანამშრომლობითი სამუშაო გარემო - ხელს ვუწყობთ გუნური და მეგობრული გარემოს შექმნას, სადაც მხარს ვუჭერთ და ვახალისებთ ერთმანეთის პროფესიულ და კარიერულ ზრდას;
• ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი - ბავშვებს ვთავაზობთ სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე მიმართულ კურკულუმს, რაც ემსახურება ფიზიკურად/ფსიქიკურად ჯანმრთელი პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდას.
შპს ნათელი მომავლის ხედვაა
ბავშვის საჭიროებებზე მორგებული, უსაფრთხო, მზრუნველი, მეგობრული, კვალიფიციური კადრებით დაკომპექტებული ოჯახური ატმოსფეროს უზრუნველყოფით, მყარი საფუძველი შევუქმნათ პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას; სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობდეს თავგადასავლებით სავსე თანამედროვე გარემოში, თამაშზე, აღმოჩენებზე, ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე მიმართული კურიკულუმის შესაბამისად. კეთილგანწყობილი, მზრუნველი და პროფესიონალი თანამშრომლების ჩართულობით, უზრუნველვყოთ თანაბარი ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის განათლებაზე და გავზარდოთ მშობლების ჩართულობა მათი შვილების აღზრდა- განვითარების პროცესში, მათთან პოზიტიური და მიზანმიმართული პარტნიორობის საშუალებით.